DESI დაკვირვებებისთვის გალაქტეკების შესარჩევად გამოიყენება სამი სხვადასხვა ორგანზომილებიანი ფოტოსურათების კატალოგი, რომლებიც ჯამურად DESI-s სრულად ფარავენ.
ეს დაკვირვებები ჩატარდა ჩრიდლო ნახევარსფეროში სამი ოპტიკური (g, r, z) და ოთხი ინფრაწითელი ფილტრის გამოყენებით. დაკვირვებები შეზღუდულია -18° < δ < +84° და |b| > 15° გალაქტიკური კოორდინატებით. მათ მისაღებად გამოიყენეს სამი სხვადასხვა ტელესკოპი:
- DECaLS: ბლანკოს ტელესკოპი სერო ტოლოლოში (ჩილე)
- BASS: ბოკის ტელესკოპი მთა კიტ პიკზე (აშშ)
- MzLS: მაიალის ტელესკოპი მთა კიტ პიკზე (აშშ)
მონაცემები ყველასათვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.