• Skip to main content
  • Skip to primary sidebar
  • Skip to footer

Dark Energy Spectroscopic Instrument (DESI)

  • / science /
    • science overview
    • cosmology and dark energy
    • redshifts and distance
    • mapping the universe
    • the DESI science mission
    • the DESI survey
    • imaging surveys
  • / instrument /
    • instrument overview
    • telescope
      • tohono o’odham
    • corrector
    • focal plane system
    • fiber system
    • spectrograph
    • instrument control system
    • data systems
    • bringing DESI to life
      • commissioning Instrument
      • protoDESI
  • / collaboration /
    • DESI team
    • DESI builders
    • collaborating institutions
    • sponsors
    • vendors
    • diversity, equity, and inclusion
    • collaboration policies
  • / press /
    • announcements
    • in the news
    • press releases
    • blog
    • tweets by desisurvey
    • acknowledgement statement
  • / galleries /
    • image gallery
    • videos
  • / for scientists /
    • instrument design
    • imaging data
    • target selection and survey validation
    • theory and simulations
    • other DESI science
    • all DESI papers
    • team login
    • request a DESI speaker
    • internal
  • / education & outreach /
    • meet a DESI member
    • blog
    • planetarium show
    • DESI high
    • interactive visualizations
    • swag shop

DESI კვლევა

DESI ექსპერიმენტის მთავარი ამოცანაა სამყაროს მსხვილმაშტაბიანი სტრუქტურის შესწავლა სხვადასხვა ეპოქაში. ეს მოხდება 30 მილიონამდე წინასწარ შერჩეული გალაქტიკის (რომლებიც ღამის ცის მესამედს ფარავენ)  დაკვირვებით. გალაქტიკების წითელი წანაცვლების გაზომვით მოხდება სამყაროს სამგანზომილებიანი რუკის შედგენა.

DESI ექსპერიმენტი გალაქტიკების ოთხ ძირითად ტიპს გამოიყენებს, რომლებიც ჩვენგან სხვადასხვა მანძილზეა განლაგებული:

  1. კაშკაშა გალაქტიკები 0.4-მდე წითელ წანაცვლებას აღწევენ და მათი სიკაშკაშე 20 მაგნიტუდამდეა. ამ ობიექტების დამზერა სავსე მთვარის დროსაც კი შეიძლება. ისინი ყველაზე მარტივად დასამზერ ობიექტებს წარმოადგენენ და გვაწვდიან ინფორმაციას გვიანდელ სამყაროზე, იმ პერიოდზე, როდესაც ის აჩქარებულად ფართოვდება.
  2. წითელი შუქმფენი გალაქტიკები მასიური გალაქტიკებია, რომლებიც, ძირითადად, ხანდაზმული ვარსკვლავებისგან შედგება. მათი სპეციფიკური ფერი შერჩევას ამარტივებს, ხოლო მაღალი სიკაშკაშის გამო მათი დამზერა დიდ მანძილებზე შეიძლება. DESI დააკვირდება ამ ტიპის გალაქტიკებს, რომელთა წითელი წანაცვლება 0.4-დან 1-მდეა.
  3. ემისიის ხაზის მქონე გალაქტიკები ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შედგება. მათი სიკაშკაშე შედარებით მკრთალია, მაგრამ სხვადასხვა ქიმიური ელემენტის შესაბამისი ძლიერი ემისიის ხაზი გააჩნიათ. მათი დამზერა 1.6 წითელ წანაცვლებამდე შეიძლება.
  4. კვაზარები თავიანთ შუაგულში მასიურ შავ ხველებს შეიცავენ, რომლებიც გარშემო მყოფ გაზს შეიწოვენ, ხოლო შემდეგ ძალიან მაღალი სიჩქარით გამოტყორცნიან. უაღრესად მაღალი სიკაშკაშის გამოისობით კვაზარების დამზერა 3.5 წითელ წანაცვლებამდე შეიძლება.

კვაზარების მიერ გამოსხივებული სინათლე გალაქტიკათაშორის სივრცეს გაივლის სანამ ჩვენამდე მოაღწევს. ამ სივრცეში არსებული ნეიტრალური წყალბადის ატომები შთანთქავენ 121.6 ნანომეტრი სიგრძის ულტრაიისფერ შუქს. ეს ეფექტი ამცირებს ჩვენამდე მოღწეული შუქის რაოდენობას და ქმნის ლიმან-ალფა სავარცხელად წოდებულ ეფექტს კვაზარების სპექტრში. ამ ეფექტის გაანალიზებით შესაძლებელია ჩვენსა და კვაზარებს შორის შემაერთებელი ზოლის გასწვრივ წყალბადის განაწილების დათვლა.

გარდა შორეული გალაქტიკებისა DESI ჩვენს ირმის ნახტომსაც შეისწავლის. ჩატარდება დაკვირვებები სხვადასხვა ქიმიური ელემენტების რაოდენობის და გრავიტაციული დინამიკის გასაზომად, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთ შევისწავლოთ ფარული მატერიის თვისებები.

ორგანზომილებიანი კატალოგები »

Primary Sidebar

  • მეცნიერების მიმოხილვა
  • კოსმოლოგია და ფარული ენერგია
  • წითელი წანაცვლება და მანძილი
  • სამყაროს კარტოგრაფია
  • DESI ექსპერიმენტის მიზნები
  • DESI კვლევა
  • ორგანზომილებიანი კატალოგები

Footer

TEAM LOGIN

twitter   instagram   facebook

Copyright © 2018 Dark Energy Spectroscopic Instrument [DESI]

Copyright © 2023 · Parallax Pro DESI on Genesis Framework · WordPress · Log in