• Skip to main content
  • Skip to primary sidebar
  • Skip to footer

Dark Energy Spectroscopic Instrument (DESI)

  • / science /
    • science overview
    • cosmology and dark energy
    • redshifts and distance
    • mapping the universe
    • the DESI science mission
    • the DESI survey
    • imaging surveys
  • / instrument /
    • instrument overview
    • telescope
      • tohono o’odham
    • corrector
    • focal plane system
    • fiber system
    • spectrograph
    • instrument control system
    • data systems
    • bringing DESI to life
      • commissioning Instrument
      • protoDESI
  • / collaboration /
    • DESI team
    • DESI builders
    • collaborating institutions
    • sponsors
    • vendors
    • diversity, equity, and inclusion
    • collaboration policies
  • / press /
    • announcements
    • in the news
    • press releases
    • blog
    • tweets by desisurvey
    • acknowledgement statement
  • / galleries /
    • image gallery
    • videos
  • / for scientists /
    • instrument design
    • imaging data
    • target selection and survey validation
    • theory and simulations
    • other DESI science
    • all DESI papers
    • team login
    • request a DESI speaker
    • internal
  • / education & outreach /
    • meet a DESI member
    • blog
    • planetarium show
    • DESI high
    • interactive visualizations
    • swag shop

სამყაროს კარტოგრაფია

შორეული გალაქტიკის შეხედვით ჩვენსა და მას შორის მანძილის დადგენა შეუძლებელია. ნებისმიერი გალაქტიკა შეიძლება იყოს ძალიან დიდი და ნათელი, მაგრამ შორს მყოფი ან პატარა და მქრალი, თუმცა ახლომდებარე. მანძილის გასაგებად საჭიროა გალაქტიკების წითელი წანაცვლების გაზომვა. მანძილის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, მათი ბრტყელი რუკები სამგანზომილებიან რუკებად გადავაკეთოთ.

წითელი წანაცვლება გვიჩვენებს, თუ რამდენად გაჭიმულია გალაქტიკის სპექტრი წითელი სიხშირეებისკენ. გალაქტიკების სინათლის სიხშირე მცირდება ზუსტად ისევე, როგორც მატარებლის საყვირის ხმის სიხშირე მცირდება, როცა ის გვშორდება.

1970 წლიდან გალაქტიკების წითელი წანაცვლების გაზომვები საშუალებებს გვაძლევს, შევისწავლოთ სამყაროს შემადგენლობა და კანონები. თავდაპირველი დაკვირვებები 70-იან და 80-იან წლებში სულ რაღაც რამდენიმე ათასი გალაქტიკისგან შედგებოდა, შემდეგი 20 წლის განმავლობაში კი ასობით ათას და მილიონობით გალაქტიკამდე გაიზარდა (მაგალითად, Two-degree Field Redshift Survey და Sloan Digital Sky Survey ექსპერიმენტებში).

DESI 5 წლის განმავლობაში 30 მილიონზე მეტი გალაქტიკის წითელ წანაცვლებას გაზომავს ცის მესამედზე. ეს გალაქტიკები სამყაროს უზარმაზარ მოცულობაშია განაწილებული და დროში 11 მილიარდი წლით უკან გახედვის საშუალებას გვაძლევს.

გალაქტიკების განაწილება შეუიარაღებელი თვალისთვის ქაოსურია, მაგრამ გამართული სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით შეიზლება მასში მრავალი კანონზომიერების დამზერა. ეს სიგნალები ადრეულ სამყაროში წარმოიქმნა დიდი აფეთქებიდან რამდენიმე წამის შემდეგ. დროთა განმავლობაში მოხდა მათი ზრდა გრავიტაციის ზემოქმედებით. თავიდან მცირე შეშფოთებები გაიზარდა და თანამედროვე სამყაროში გალაქტიკების წარმოქმნას შეუწყო ხელი. სწორედ ამ პირველადი სიგნალების კვალის გაზომვას ცდილობენ მეცნიერები გალაქტიკების განაწილებაში.

სტრუქტურის განაწილება დიდ მაშტაბებზე განსაკუთრებით ღირებულია, რადგან გრავიტაციულ ზემოქმედებას საკმარისი დრო არ ჰქონდა ამ სიგნალების გარდასაქმნელად. დიდმაშტაბოვანი სტრუქტურების შესწავლა წარმოადგენს DESI ექსპერიმენტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს.

მსხვილმაშტაბიანი სტრუქტურის სტატისტიკურად შესასწავლად საჭიროა სტატისტიკური ანალიზის ისეთი მეთოდების შემუშავება, რომლებიც გალაქტიკების განაწილებას მრავალ სხვადასხვა ქაოსურ განაწილებას შეადარებენ. სხვადასხვა მეცნიერულ თეორიებში სხვადასხვა ტიპის სიგნალები არის ნაწინასწარმეტყველები. 

იმისათვის რომ ეს გამოზომვები ზუსტი და სანდო იყოს, საჭიროა ინსტრუმენტის, ატმოსფეროს და ჩვენი გალაქტიკის მიერ ტელესკოპში აღბეჭდილი სიგნალებისგან მონაცემების გაწმენდა. DESI ექსპერიმენტში ჩართული მეცნიერები მუშაობენ კომპიუტერულ პროგრამებზე და მეთოდებზე, რომლებიც უნდა გამოიყენონ  DESI მონაცემების უცხო სიგნალებისაგან გასაწმენდად და კოსმოლოგიური ინფორმაციის მოსაპოვებლად.

DESI ექსპერიმენტის მიზნები »

Primary Sidebar

  • მეცნიერების მიმოხილვა
  • კოსმოლოგია და ფარული ენერგია
  • წითელი წანაცვლება და მანძილი
  • სამყაროს კარტოგრაფია
  • DESI ექსპერიმენტის მიზნები
  • DESI კვლევა
  • ორგანზომილებიანი კატალოგები

Footer

TEAM LOGIN

twitter   instagram   facebook

Copyright © 2018 Dark Energy Spectroscopic Instrument [DESI]

Copyright © 2023 · Parallax Pro DESI on Genesis Framework · WordPress · Log in